28 სექ 2026
შვეიცარიის მოქალაქეების 70%-მა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციაში სუვერენიტეტის მკაცრი განსაზღვრების დაფიქსირებას, რომელიც შვეიცარიას ნატოს-თან თანამშრომლობის შეზღუდვასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას დაავალდებულებდა.
რეფერენდუმი ქვეყნის მასშტაბით 27 სექტემბერს გაიმართა.
ამომრჩევლებს უნდა გადაეწყვიტათ, კონსტიტუციაში დაფიქსირდებოდა თუ არა „მუდმივი და შეიარაღებული ნეიტრალიტეტის“ პრინციპი და აეკრძალებოდა თუ არა შვეიცარიას რომელიმე სამხედრო ალიანსში გაწევრიანება ან ომში ჩართულ სახელმწიფოებზე სანქციების დაწესება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გაერო-ს მანდატით არის გათვალისწინებული.