28 სექ 2026
ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას, მონტენეგროს, უკრაინას, მოლდოვასა და ალბანეთს გაწევრიანების მკაფიო და ეტაპობრივ გეგმას, ერთგვარ „საგზაო რუკებს“ შესთავაზებს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ევროკომისიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევა, თუმცა ისინი ნელ პროგრესს განიცდიან და გაურკვეველი ვადები აქვთ, თუ როდის შეიძლება ბლოკში მათი ოფიციალური მიღება.
წყაროს ცნობით, „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას.
ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის.