საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერთასის ფინალში დამარცხდა

28 სექ 2026

საქართველოს  მოქმედი ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერთასის ფინალში ქვეყნის თასის მოქმედ ჩემპიონს, „თსუ-ს“ დაუპირისპირდა და 79:98 დამარცხდა.

ბათუმელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 27 ქულითა და 10 მოხსნით ლარი ჰოუელი იყო, ხოლო გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ენდრიუ ობრაიენი, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 

ბათუმელები მომდევნო შეხვედრას უკვე სუპერლიგის ეგიდით გამართავენ. ბუბა ბერიშვილის გუნდი 2 ოქტომბერს, შინ, პირველი ტურის გახსნით მატჩში „ქუთაისთან“ ითამაშებს.