28 სექ 2026
საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ დღეს ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას უმასპინძლებს.
ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის (0:1) შემდეგ, ვილი სანიოლი რამაზ სვანაძემ შეცვალა, რომლისთვისაც ეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი იქნება.
ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს: საქართველოს ტრავმირებული მცველები, ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე საეჭვოდ ჰყავს, ხოლო პირველ ტურში უნგრეთის მძლეველ უკრაინას (1:0) დოვბიკი, იარმოლიუკი, ანდრიევსკი და დისკვალიფიცირებული ნაზარენკო დააკლდებიან.
შეხვედრას აზერბაიჯანელი არბიტრი ალიარ აგაევი გაუძღვება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ეთერს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.