საქართველოში, სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს

27 სექ 2026

დღეს, სოხუმის დაცემის 33 წელთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბათუმში ჟიული შარტავას ძეგლთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სახელისუფლებო გუნდთან ერთად მივიდა. 

დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.