სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

27 სექ 2026

დაკარგული სიცოცხლე, ოცნებები, საკუთარი სახლი, კარი, კუთხე და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე მოგონებები, რომლებიც ტკივილად, ნოსტალგიად და ახლა ისევ ოცნებად გადაიქცა.

33 წლის წინ სოხუმი დაეცა და საქართველომ მისი უძველესი მხარე დროებით დაკარგა, 33 წლის შემდეგ გარდაცვლილ გმირებს ვიგონებთ და ვიხსენებთ აფხაზეთს, მოუშუშებელ ტკივილს იმ იმედით, რომ ჩვენ იქ მალე დავბრუნდებით და 10 000-ზე მეტი დაკარგული სიცოცხლე თავის გარდაუვალ ნაყოფს გამოიღებს, კვლავ იფრიალებს სოხუმში ქართული დროშა და ჩვენი ხალხი მშვიდობიანად განაგრძობს თანაცხოვრებას.