27 სექ 2026
4 წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუს კოლეგას შეხვდა. როგორც გერმანელები აცხადებენ, ლავროვთან საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და რუსულ მხარეს მოუწოდა, საკითხის გადაჭრა ბრძოლის ველიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადაიტანოს.
ლავროვის თქმით, მას ახალი არაფერი მოუსმენია, თუმცა ის, რომ შეხვედრა შედგა, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნები ცნობილია და მოლაპარაკების წინააღმდეგები არც ისინი არიან, თუმცა რუსეთის ინტერესების უგულებელყოფის უფლებას ვერავის მიცემენ.