27 სექ 2026
ამბროლაურში, სოფელ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს, სპორტული ინვენტარი გადაეცა. ჭრებალოს საჭიდაო სკოლაში, ახალგაზრდებს მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე ავარჯიშებს.
დღეს მორიგ ვარჯიშს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.