27 სექ 2026
რუსეთის თავდასხმას კიევის ოლქში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.
კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბუჩის რაიონის ქალაქ ვიშნევოეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ავტომობილი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფასტოვის რაიონში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ფანჯრების მწარმოებელი საწარმო და ორი ავტომობილი, საწარმოს დაცვის თანამშრომელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.