მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში: დაიღუპა 1 ბავშვი, დაშავებულია 3 ადამიანი

27 სექ 2026

ხელვაჩაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს კლინიკაში ოპერაცია უტარდება, ხოლო კიდევ ერთმა დაშავებულმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. სამივე დაშავებული ქვეითია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.