აჭარაში ხელისუფლების წევრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექ 2026

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალი და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 33 წლის წინანდელი ისტორია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას, აღნიშნა, რომ მათ სამშობლოს, მთავარი - სიცოცხლე შესწირეს. ზურაბ პატარაძის  განცხადებით, ხელისუფლების მთავარი, პრაგმატული პოლიტიკა ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებაა. იგივეს აცხადებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც.

ცოტნე ანანიძის თქმით დეოკუპაცია მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკითა და შერიგების გზითაა შესაძლებელი. დღეს მან ოპოზიციაც გააკრიტიკა.

ჟიული შარტავას მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე სხვა ოფიციალური პირები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.