27 სექ 2026
დააკავეს პირი, რომელმაც კახეთში, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით კი დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. შემთხვევა 21 სექტემბერს ყვარელში მოხდა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დამნაშავეს მიაკვლია და დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.