27 სექ 2026
ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
„ბიბისის“ ცნობით, ბაზის სიახლოვეს, რომელსაც აშშ-ის საჰაერო ძალებიც იყენებს, რამდენიმე კაცი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ეჭვით დააკავეს.
ბრიტანეთის არმიის განცხადებით, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია დაცული.
უწყების ცნობით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.