კახეთში 6 კილოგრამი კანაფის მოყვანისა და ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 1 პირი დააკავეს

27 სექ 2026

კახეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი დააკავა. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სპეციალურად მოწყობილი სათბურის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6 კილოგრამი მცენარე “კანაფი” და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა ზომის და წონის შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და  ფული. დანაშაული  17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.