გმირთა მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები მივიდნენ

27 სექ 2026

გმირთა მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.

ისაუბრეს რა იმ უდიდეს ტრაგედიაზე, რომელიც დაატყდა საქართველოს ამ ომის გამო და მშვიდობით და დიპლომატიით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების აუცილებლობაზე.

27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას – ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.