27 სექ 2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების მინისტრმა, განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც პედაგოგები საზოგადოების განვითარებაში ასრულებენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეულ 10 გამარჯვებულ პედაგოგს დააჯილდოვებენ.