27 სექ 2026
ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში პროფესიონალურ კრივში მეხუთე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ჰიუ ვილსონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურულისა და ვილსონის შეხვედრა რვა რაუნდი გაგრძელდა და ყველაში ქართველი დომინირებდა.
30 წლის გურულისთვის ეს პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს ქალაქ რუსთავში შედგა. ქართველი მოკრივე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ბრიჯნაოს პრიზიორია.