ქართველი პარაძიუდოისტი ლევან გუგავა მსოფლიო ჩემპიონია

27 სექ 2026

თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატგორიაში მოასპარეზე ლევან გუგავამ ფინალში ყაზახი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონობაც იზეიმა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მეორე ოქროს მედალია. პირველად საქართველოს ჰიმნი პლანეტის პირველობაზე საბა ბაღდავაძემ ააჟღერა.

ლევან გუგავა პარაძიუდოში ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა. კიდევ ერთი მედალი საქართველოს ნაკრებს რევაზ ჩიკოიძემ მოუტანა, რომელმაც +95 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დასრულდება.