საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა

27 სექ 2026

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა. ახალგაზრდული ნაკრები მერვე ტურში საბერძნეთის ნაკრებთან უშანსოდ - 0:3 დამარცხდა. მატჩის ბედი საწყის 13 წუთში გადაწყდა, როცა სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს.

ანგარიში ჯერ ნოა ალენმა გახსნა, ხოლო ექვს წუთში თეოფანის ბაკულასმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში სტავროს პნევმონიდისმა მესამეც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო მომდევნო ტურში პირველ ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრად შეხვდება.