27 სექ 2026
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გავრცელებული ცნობით, იოჰან ვადეფულმა სერგეი ლავროვთან საუბრისას, მოსკოვს მოუწოდა უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ ესკალასიის სახიფათო გზაზე.
ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგას უთხრა, რომ პრაგმატულმა გადაწყვეტამ შესაძლოა გზა გაუხსნას შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებს.
სერგეი ლავროვმა, საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ გერმანელ კოლეგასთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესაუბრა გერმანელ კოლეგას და მადლობა გადაუხადა რუსული მხარისთვის უკრაინის მტკიცე პოზიციების გადაცემისთვის.
ანდრეი სიბიგას თქმით, ვადეფულთან სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლისა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განიხილა.