პარიზში რომის პაპ ლეო XIV მესას 700 ათასამდე ადამიანი დაესწრო

27 სექ 2026

რომის პაპ ლეო XIV მესას პარიზში 700 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მესის დაწყებამდე პაპმა შეკრებილ ხალხს შორის სპეციალური ავტომობილით გაიარა, ასევე მისი გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი იყო დამონტაჟებული.

შეკრებილებს რომის პაპმა, ფრანგულ ენაზეც მიმართა და სიმამაცისა და რწმენისთვის მადლობა გადაუხადა. 

25 სექტემბერს დაწყებული ლეო XIV  ვიზიტი საფრანგეთში, 2008 წლის შემდეგ რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტია.