27 სექ 2026
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.