26 სექ 2026, 18:05
0ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა. საფრანგეთში ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდა.
ახლად რეაბილიტირებულ მამულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და დიპკორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.