26 სექ 2026
ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლის ორგანიზებით, წარსულში ცნობილი მძლეოსანის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მამია ტუღუშის სახელობის ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი მძლეოსნობაში დღეს გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ასამდე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. ასპარეზობა 60 და 100-მეტრ დისტანციაზე სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში ჩატარდა. სხვადასხვა დისციპლინასა და ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სიგელებითა და დაჯილდოვდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულებს ასევე საჩუქრად გადაეცათ სპორტული ეკიპირება. მამია ტუღუშის სახელობის ტურნირი სპორტის სასახლის ინიციატივით დაარსდა და წელს უკვე მეორედ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელი მძლეოსანი ნინო გოგიტიძე ოქტომბერში გაემგზავრება სენეგალში, სადაც ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს წარადგენს.