26 სექ 2026
ცნობილმა ბრიტანელმა, კინოპროდიუსერმა ბათუმში პრესკონფერენცია გამართა. ის საქართველოში ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე იმყოფება. პრესკონფერენციაზე ევროპის კინოაკადემიის ყოფილმა თავმჯდომარემ ისაუბრა საკუთარ ნამუშევრებზე და საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე, ფილმებზე რომელთა წარმატებაშიც მისი დიდი წვლილია.
მაგალითად, ის იყო ქართული ფილმის „ დედე“ პროდიუსერი. მაიკ დაუნის შემოქმედება ჯამში 100 სრულმეტრაჟიან ფილმს მოიცავს და ის ცნობილია, როგორც ქართული კინოს დიდი მეგობარი და ამბასადორი. მაიკ დაუნი დიდი ხანია მეგობრობს და წვლილი შეაქვს ბიაფის, როგორც საერთაშორისო ფესტივალის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ მაიკ დაუნის ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დღეს ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჯილდო გადაეცემა.
ბიაფი დღეს 8 დღიანი ჩვენებების შემდეგ დღეს დაიხურება, სხვადასხვა ფორმატში 100-მდე ფილმის ჩვენება მოხდა, მათ შორის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში ნაჩვენები იყო ანი ჟღენტის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ხორუმი“ რომელიც გადაღებულია აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ბაზაზე