ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

26 სექ 2026

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ იქნა დაფინანსებული და განხორციელებული, დასრულებულია.  

გახსნის საზეიმო ღონისძიება დღეს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.