26 სექ 2026
ისტორიაში პირველად, თბილისი პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს ჩემპიონობა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ბაღდავაძემ იზეიმა, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გამჯაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გახსნის ცერემონიას საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ილგარ რაჰიმოვი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ.
პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 25-იდან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.