26 სექ 2026
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება და დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება. გუშინ კი დრამატულ თეატრში ოსკაროსანი ირანელი რეჟისორის, ასღარ ფარჰადის ფილმის პარალელური ისტორიების ჩვენება გაიმართა.
ფილმის მოვლენები პარიზში ვითარდება და რამდენიმე ადამიანის ცხოვრების ისტორიას ერთმანეთთან აკავშირებს.ფილმში მთავარი ხაზია ქალი, სილვი, რომელიც ახალი რომანისთვის შთაგონებას ეძებს და მეზობლების ცხოვრებას აკვირდება.