26 სექ 2026
ახალი რეაბილიტაციის ცენტრი ხულოში - ცენტრი ბავშვებსა და ზრდასრულებს სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებებს უკვე ადგილზე შესთავაზებს. ახალი ფილიალის გახსნის მთავარი მიზანი, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის პროფესიული სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურების უფრო ახლოს და ხელმისაწვდომად მიღების შესაძლებლობის შექმნაა.
ხულოს ფილიალში პაციენტის საჭიროებების შეფასება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების დაგეგმვა, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით იქნება შესაძლებელი.
ფილიალში ასევე ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურებები, პროგრამების პირობებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.