პუტინი: რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება

26 სექ 2026

რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპასთან რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებისთვის არ ემზადება. მისივე განმარტებით, მსგავსი გეგმებისთვის საფუძველი არ აქვს. ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთმა იცის, რომ "ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა".

"ვიცით, რომ იქ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. თუმცა, უკვე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამას და მიდგომაც შევიმუშავეთ. ჩვენ ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვრეაგირებთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.