26 სექ 2026
გერმანელი გამომძიებლები რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ ხანძარს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების შტაბ-ბინების მახლობლად გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა ავრცელებს.
მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების მახლობლად, 3 სექტემბერს მოძრავი მანქანიდან სამშენებლო ობიექტზე ორი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა გადააგდეს. ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ კომპანია Helsing-ის კომპანია იყო, რომელიც დრონებს აწარმოებს და მათ უკრაინელ სამხედროებს აწვდის.
საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს - ქალი და მამაკაცი. წყაროების ინფორმაციით, ისინი შესაძლოა რუსეთის დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ, რომელიც სლოვაკეთში მოქმედებს.
გერმანელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ლაიფციგის აეროპორტში დრონების თავდასხმისა და მიუნხენში ხანძრის უკან ერთი და იგივე ორგანიზატორი დგას და ეს რუსეთის სამხედრო დაზვერვაა.