26 სექ 2026
პოლიტიკური შეფასებების თემაა ფესტივალ „კამარას“ გადადებისა და მასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადება.
ფესტივალის ფარგლებში 26 სექტემბერს დაგეგმილი იყო მუსიკოს კორძის კონცერტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ „30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში“.
საკითხს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველიც.