26 სექ 2026
მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს მაღალ ტრიბუნაზე.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ გამოსვლა იყო ამომწურავი და სწორი აქცენტებით გაკეთებული, როდესაც საქართველო იყო წარმოდგენილი არა როგორც მთხოვნელი, არამედ სუვერენული სუბიექტი თავისი ეროვნული ინტერესებით და რეგიონში მნიშვნელოვან ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის მებრძოლი მოთამაშე.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ოკუპაციის საკითხი, რომელიც პრემიერის მიერ გამოსვლაზე ხაზგასმული იყო, მაინც არ იყო საკმარისი და მას უფრო მეტი უნდა ელაპარაკა რუსეთზე.