25 სექ 2026
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო.
ვილი სანიოლის გუნდმა B დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა 45 წუთის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი არცერთ კართან არ შექმნილა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს ორი კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ორივე ეპიზოდში მეტოქის მეკარემ კარგად ითამაშა. ჯერ პირს ჩარლზმა გიორგი მიქაუტაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ ირლანდიის მეკარემ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანიც აიღო.
ჩრდილოეთ ირლანდიამ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაიტანა. გატანილი გოლიტ თავი შეა ჩარლზმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
ჩვენს ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. უკრაინის ნაკრები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.