25 სექ 2026
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 90-ე საიუბილეო სეზონი პრემიერით გახსნა. მაყურებელმა სალომე ჯიჯავაძის რეჟისორობით დადგმული მიუზიკლი „LOVE is...“ იხილა, რომელიც „ვესტსაიდის ისტორიის“ მიხედვით შეიქმნა.
სპექტაკლი ორი მეტოქე ჯგუფის დაპირისპირების ფონზე განვითარებულ სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. დადგმა სიყვარულის, სიძულვილის, ძალადობისა და არჩევანის თავისუფლების თემებს აერთიანებს.
საიუბილეო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით თეატრის წინ კოსტიუმირებული პერფორმანსი გაიმართა, შიდა ეზოში კი თეატრის საარქივო მასალების გამოფენა მოეწყო.