25 სექ 2026
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო 2 დღიანი კონფერენცია იმართება.
რეგიონში პირველად ფორუმი მედიის თანამედროვე გამოწვევებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის როლსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს აერთიანებს. კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების პროფესორები და მედიის მკვლევრები მონაწილეობენ.
კონფერენციის მონაწილეები ტრადიციული და ციფრული მედიის განვითარების ტენდენციებზე, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელების თავისებურებებსა და მედიის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობენ.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.