მუხრან კობალაძე აჭარის მწერალთა სახლში დღეს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს

25 სექ 2026

ქართველ მწერალს, სპორტულ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს, მუხრან კობალაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. მუხრან კობალაძე აჭარის მწერალთა სახლში დღეს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

პრესაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებული იყო აჭარის უზენაესი საბჭოს  საპატიო სიგელით, ასევე ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიკო ნიკოლაძის საპატიო სიგელით.

მუხრან კობალაძე 2012 წლის 30 მაისს გარდაიცვალა.