25 სექ 2026
“ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის’’ ფარგლებში კინოჩვენებებთან და პრესკონფერენციებთან ერთად სხვადასხვა თემატიკის შეხვედრები და ვორქშოფები მიმდინარეობს.
დღეს დაინტერესებულ აუდიტორიას ეთნოლოგი გია რაზმაძე შეხვდა ,შეხვედრის თემა იყო "ქართული ფოლკლორის სათავეებთან ბატონები" საუბარი შეეხო ეთნოლოგიას,სოფლებში გავრცელებულ ტრადიციებს, კონკრეტულად კი ტრადიციას, რომელიც ოჯახებში ბატონებით ავადობის დროს იყო.
ისაუბრეს ე წ." ბატონების მსახურის" როლსა და მნიშვნელობაზე, ამ დროს შესასრულებელი სიმღერების წესსა და ჩვეულებებზე.