25 სექ 2026
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი გრძელდება. დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმი „ბეღურების გადაფრენა“ განიხილეს.
ფილმი ქართული ფილმების საგანძურის“ პროგრამის ნაწილია,რომელიც გასული საუკუნის მიწურულს, 1980 წელს არის გადაღებული და რეჟისორის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია. ფილმი ახალგაზრდების და მათი ცხოვრებისეული ძიებების შესახებ მოგვითხრობს და იგი საბჭოთა პერიოდში გარკვეული დროით აკრძალული იყო.
პრესკომფერენციაზე კითხვები დაისვა "ბეღურების გადაფრენასთან" დაკავშირებით ,ასევე საუბარი შეეხო რეჟისორ თემურ ბაბლუანის შემოქმედებას, მის გეგმებსა და იმ ისტორიებს,რომლებიც ფილმების გადაღების პროცესს უკავშირდებოდა.