25 სექ 2026
,,შავიზრვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარადინზე’’- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიებაში 10-ზე მეტი ქვეყნის 350-ზე მეტი წამორმადგენელი მონაწილეობს. სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მომხენებლებმა კულტურათა და ციცილიზაციათა შეხვედრების ისტორიული გზაჯვარედინის - შავი ზღვის რეგიონის შემსწავლელი კომპლექსური ჰუმანიტარული კვლევების შედეგები წარადგინეს.
კონფერენციის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერენციის მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს, კერძოდ, კი ბათუმის როგორც ინტელექტუალური ცენტრის, როლის განმტკიცება.
სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ხვალ დასრულდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივრსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.