25 სექ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
განიხილება ეპიზოდი, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება. იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, ირაკლი ანთაძე და ვატო შაქარაშვილი. გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალი 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ, საგამოძიებო კომისიაზე მიცემული ჩვენებით, დაადასტურა კონკრეტულ პროცესებში მონაწილეობა.