25 სექ 2026
დღეს ბათუმში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ფეხბურთში „Batumi Cup“. შეჯიბრება 2015 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ტარდება და მასში 9 ქვეყნის - საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, უზბეკეთის, კვიპროსის, სომხეთისა და ყაზახეთის 32 გუნდი მონაწილეობს.
ამათგან 18 ქართული და 14 უცხოური კლუბია. მატჩები მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება.
ტურნირის ორგანიზატორები არიან ბათუმის სპორტული ცენტრი და აჭარის ფეხბურთის ფედერაცია.
ორგანიზატორთა განცხადებით, ბათუმი ქაფ-ის ჩატარება ბათუმში კიდევ ერთი შესაძლებლობაა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის და სპორტული სფეროს წარმომადგენლებისთვის, ხელი შეუწყონ გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.