25 სექ 2026
საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელეს.
დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, ასევე მოისმინეს შპს ,,ქედის წყალკანალისა“ და აიპი ქედის სასპორტო სკოლის მიერ გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
დღესვე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.