25 სექ 2026
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე რვა საკითხი განიხილა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამშენებლო პროცედურების გამარტივებას შეეხებოდა. ახალი დადგენილების პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარკვეულ შემთხვევებში, ნებართვის აღების ნაცვლად დეტალური შეტყობინების წარდგენა იქნება საჭირო.
საუბარია ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, კოტეჯებზე, დამხმარე ნაგებობებსა და ღობეებზე. საკრებულომ ასევე განიხილა დაბა შუახევის განაშენიანების რეგულირების გეგმა. დოკუმენტი განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარების ძირითად მიმართულებებს, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი სივრცეების, რეკრეაციული ზონებისა და გამწვანების განვითარების საკითხებს.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი მიკროავტობუსის შშმ პირთა დღის ცენტრისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი.