დაკავება მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 

25 სექ 2026

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა მკვლელობა დაგეგმა. დეტალები კი ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ ალექსანდრე ქურასბედიანთან მეტსახელად „წრიპასთან“  შეათანხმეს.

ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.