25 სექ 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრო. ფორუმი 25–26 სექტემბერს ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“.
ფორუმის ფარგლებში განიხილება რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და გლობალური კავშირების ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ინვესტორები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.