25 სექ 2026
თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები 28 პროვინციაში ჩატარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ, ორგანიზაციას აფინანსებდნენ მათთან დაკავშირებული პირებისა და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით, ასევე სოციალური ქსელების ანგარიშების საშუალებით პროპაგანდას ავრცელებდნენ.