ვილი სანიოლი: ნაკრები კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს მოედანზეც გადავიტანთ

25 სექ 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან უეფა-ს ერთა ლიგის მატჩამდე „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

 მისივე თქმით, ნაკრები კარგად ემზადება და გუნდში კარგი ატმოსფეროა.

„მთელი გუნდი ორშაბათიდან შეიკრიბა და გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელებიც, მაგრამ ბიჭებს აქვთ ამბიცია, რომ მატჩები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. ჩვენი ნაკრები კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს ხვალ მოედანზეც გადავიტანთ”,- აღნიშნა სანიოლიმ.