25 სექ 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან უეფა-ს ერთა ლიგის მატჩამდე „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
კვარაცხელიას თქმით, საქართველოს მიზანი ჯგუფის მოგება და მაქსიმალური ქულების მოპოვებაა.
“ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა. მართალია, ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ქულათა მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. 10 დღეში ოთხი თამაშის ჩატარება არავისთვის იქნება იოლი და ძალების აღდგენაც რთულია, თუმცა რამდენიმე წლის წინ მსგავსი გრაფიკით უკვე ვითამაშეთ და გამოცდილება გვაქვს. ბიჭები კარგად არიან და გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ. პირადად მე თავს იდეალურად ვგრძნობ, მოტივირებული ვარ და ამ ოთხ მატჩში ყველაფერს პასუხი გაეცემა”,- აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.