ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, 60 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა, აქედან 42 000 ტონაზე მეტი მაღალი კონდიციისაა

25 სექ 2026

კახეთში რთველი გრძელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით,  60 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, აქედან 42  ათას ტონაზე მეტი  მაღალი კონდიციისაა. კახეთში მოსავალი 3500-მა  მევენახემ დააბინავა. საპროგნოზო მოსავალი კი წელს  320 ათასი ტონის ფარგლებშია. 

მოსახლეობისგან ყურძენს სახელმწიფო საწარმო 22 ლოკაციაზე იბარებს.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ  ჩასაბარებელი ყურძნის ფასები და შაქრიანობის ზღვრები დაკორექტირდა.